Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამუშაო განაკვეთი: სრული

„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის: Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.

დღეისათვის კომპანია მართავს 60-მდე მაღაზიას თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.

შპს ,,აი სი არ ტრეიდში“  ვაცხადებთ 1 წლიან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას შესყიდვების და ანალიტიკის მიმართულებით.

შესყიდვების და ანალიტიკის მიმართულება - პასუხისმგებელია მონაცმეთა ბაზებიდან ინფორმაციის ამოღება, დამუშავება და ანალიზზე; გუნდს ევალება სხვადასხვა პერიოდულობით რეპორტების მომზადება კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე; აქტიურად არიან ჩართული ბიუჯეტის, მარაგების მართვასა და კონტროლში.


• მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის ამოღება, დამუშავება და ანალიზი;
• ყოველდღიური და პერიოდული რეპორტების გენერირება;
• სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.
• გაანალიზებული დატის წარდგენა ხელმძღვანელთან ან/და გუნდთან;
• საჭიროების მიხედვით კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლებთან კომუნიკაცია და რეპორტების გაცნობა;
• აქტიური ჩართულობა ბიუჯეტის, შესყიდვების, მარაგების მართვის კონტროლში.


ამისთვის საჭიროა:
• უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის) ბიზნესის ადმინისტრირებაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, მათემატიკაში ან სხვა მონათესავე ტექნიკურ დარგში;
• MS Excel ძალიან კარგად ცოდნა სავალდებულოა;
• სასურველია BI (Business Intelligence) ანალიტიკურ პაკეტებთან მუშაობის გამოცდილება;
• ქართული ენა - სრულყოფილად;
• ინგლისური - კარგად.


რას გთავაზობთ:

• “აი სი არ ტრეიდის“ პროფესიონალთა გუნდთან ერთად  ბიზნეს პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
• წარმატებული კარიერის შესაქმნელად აუცილებელი კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობას და პროფესიულ კავშირებს;
• პერსონალური განვითარების გეგმის, უკუკავშირისა და პროფესიონალ მენტორებთან მუშაობის საშუალებით, თქვენი პროფესიული განვითარების სწრაფ პროცესს;
• სამუშაო პროცესში სწავლებას;
• 1 წლიან ანაზღაუარებად სტაჟირებას;
• სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში), სალექციო საათების გათვალისწინებით;
• 1000 GEL Gross თვიურ ანაზღაურებას.
წარმატებული სტაჟიორები მიიღებენ შეთავაზებას დასაქმების შესახებ.

>> სარეგისტრაციო ბმული <<
დაისახე ამბიციური გეგმები და დაიწყე წარმატებული კარიერა სტაჟირებით ,,აი სი არ ტრეიდში“, ჩვენ მზად ვართ ინვესტირება მოვახდინოთ თქვენს წარმატებაში!